მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მეტრო "გოცირიძეს" 2 კვირაში ჩავაბარებთ” - კომპანია “მამისონი”

636260085813f
ანუკა ჯოხაძე
02.11.22 16:52
1244
დღეს თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ მეტრო "გოცირიძის" კონტრაქტორი კომპანია - შპს "მამისონის" მიერ პროექტის დაგვიანებით დასრულება კატეგორიულად მიუღებელია. მისი თქმით, მეტროსადგურის რეაბილიტაცია დასრულებულია და ამ ეტაპზე ექსპლუატაციაში მიღების სამუშაოები მიმდინარეობს.

კალაძის საპასუხოდ კომპანია “მამისონის” მეწილე ნიკოლოზ ჭკადუა BM.GE-თან აცხადებს, რომ ადგილზე სამუშაოების გაჭიანურება მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა. მისი თქმით, ერთ-ერთი პრობლემა ბიუროკრატიული ბარიერებია. ჭკადუა ამბობს, რომ სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია, ექსპლუატაციაში მეტროს მიღებას კი, 2 კვირა დასჭირდება.

“მეტროს ძირითადი ფაზის მშენებლობა დაახლოებით 10 თვის წინ დაიწყო. ეს პროექტი ითვალისწინებდა როგორც პროექტირებას, ისე მშენებლობის კომპონენტს. ჩვენმა კომპანიამ განახორციელა პროექტირება და მშენებლობა. 10 თვის განმავლობაში განხორციელდა ეს ურთულესი, ტექნოლოგიურად რთული სამუშაოები, მათ შორის პროექტირება და მშენებლობა.

ვფიქრობთ, რომ 10 თვე იყო გონივრული ვადა პროექტის განხორციელებისთვის. მეტროს პროექტირება არის საკმაოდ რთული. იქ გადის ძველი სადენები, კომუნიკაციები, რომელსაც გამოკვლევა სჭირდება. ასევე საჭიროა ძალიან ბევრი დეტალის შეთანხმება რესტავრირების დროს.

დღეს მეტრო დასრულებულია, უბრალოდ ვაკის პარკში მომხდარი მოვლენებიდან გამომდინარე გამკაცრებულია რეგულაციები. ყურადღებით ვაკვირდებით ყველა იმ საკითხს, რაც დაკავშირებულია მგზავრთა უსაფრთხოებასთან. ამას დასჭირდება 2 კვირა, ამ ვადაში მეტრო იქნება ჩაბარებული”, - აცხადებს კომპანია “მამისონის” მეწილე ნიკოლოზ ჭკადუა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები