მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-ი ჰაერში ნახშირბადის შემცირებისთვის მილიარდ დოლარს დახარჯავს

5e25f9b7251e1
ნათია თაქთაქიშვილი
20.01.20 22:25
1063
Microsoft-ი პირველი დიდი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელმაც პირობა დადო, რომ ჰაერს ნახშირბადისგან უფრო აქტიურად გაწმენდს და მეტიც, კომპანია ამ მიმართულებით მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ გამოცემა Techspot-ი იუწყება.

როგორც გამოცემა წერს, Microsoft-ი თანხის დაბანდებას განვითარებად ტექნოლოგიებში აპირებს, რაც ხელს უწყობს ნახშირორჟანგის განდევნას ატმოსფეროდან.

ხოლო თავად Microsoft-ი აცხადებს, რომ კომპანია 2030 წლისთვის „ნახშირბადისგან ნეიტრალური“ გახდება. Microsoft-ის გარდა, სხვა დიდი ტექნოლოგიური კომპანიები, მაგალითად, Google-ი და Amazon-იც აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლა ყველას მოუწევს. ისინი აღნიშნავენ, რომ კომპანიებმა მეტი უნდა გააკეთონ, ვიდრე ნახშირბადის შემცირებაა, რათა თავიდან აცილებულ იქნას გლობალური ტემპერატურის  ზრდა უახლოეს მომავალში.