მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-ი ვიდეოთამაშ Call of Duty-ის შემქმნელი სტუდიის შესაძენად ემზადება

COD Microsoft

ტექნოლოგიურმა გიგანტმა Microsoft-მა ვიდეო თამაშის, Call Of Duty-ის, შემქმნელი სტუდია Activision Blizzard-ის შესაძენად ახალი ფსონი დადო. ამ შეთავაზების მიღების შემთხვევაში ვიდეო თამაშების ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული გარიგება დაიდება - წერს BBC.

Microsoft-სა და თამაშების დეველოპერ სტუდიას შორის თავდაპირველად გაფორმებული $69 მილიარდიანი შეთანხმება გაერთიანებული სამეფოს რეგულაციების გამო გაუქმდა, თუმცა, როგორც Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმიტი აღნიშნავს, ახალი შეთავაზება წინასგან არსებითად განსხვავდება და, სავარაუდოდ, დამტკიცდება. 

Microsoft-ის მიერ შეთავაზებულ წინადადებას დიდი ბრიტანეთის კონკურენციისა და ბაზრის ადმინისტრაცია (CMA) 18 ოქტომბრამდე განიხილავს, მათგან უარის შემთხვევაში კი გარიგება ვერ შედგება.

ახალი შეთანხმების თანახმად, Microsoft-ი მომდევნო 15 წლის განმავლობაში სტუდია Activision Blizzard-ს საკუთარი ვიდეო თამაშების Ubisoft-ით გამოქვეყნების უფლებას უტოვებს, სანაცვლოდ კი იმედოვნებს, რომ კომპანიების გაერთიანება მათი xBox კონსოლის გაყიდვებს გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ Microsoft-ის შეთავაზებამ თანხმობა 40 ქვეყანაში, მათ შორის EU-ს ქვეყნებსა და ჩინეთშიც მოიპოვა. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, აქ ფედერალური ვაჭრობის კომისiის არაერთი მცდელობა, შეთანხმება გაეუქმებინათ, სასამართლომ უკვე მრავალჯერ გადაწონა. 

აღსანიშნავია, რომ Microsoft-ის მიერ Activision Blizzard-ის შეძენის გეგმის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის იანვარში გახდა ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები