მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფაიზერის" ვაქცინა საქართველოში ხვალ შემოვა

6059cf7467631
ინგა მურუსიძე
23.03.21 15:26
1238
„ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში ხვალ შემოვა. ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააჟღერა.

მისი თქმით, ხვალვე მოხდება მისი ტრანსპორტირება დაავადებათა კონტროლის ცენტრში და შემდეგ გადანაწილდება ყველა ლოკაციაზე, სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობს.

მინისტრი ირწმუნება, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება ყველა იმ ჯგუფისთვის, რომელიც იმუნიზაციის საბჭომ დაუშვა.

ინფორმაციისთვის: პირველ ეტაპზე საქართველოში "ფაიზერის" 30 ათასამდე დოზა ვაქცინა შემოვა.