თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ დედაქალაქისთვის 300 ახალი მიკროავტობუსის შესყიდვაზე გამოცხადებულ 30-მილიონიან ტენდერში კომპანია Hyundai-ს დისკვალიფიკაციცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, ამჟამად სატრანსპორტო კომპანია “ჯი-თი მოტორსის” წინადადებას განიხილავს, რომელიც დედაქალაქს Ford Transit-ის მარკის მიკროავტობუსების მიწოდებას სთავაზობს.
Hyundai სატრანსპორტო კომპანიას H350-ის ტიპის 17-ადგილიანი მიკროავტობუსების მიწოდებას სთავაზობდა, თუმცა სატენდერო კომისიას ავტომობილის ტექნიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა ჰქონდა, რომელთა დასაზუსტებლადაც კომპანიას 27 აგვისტომდე მიეცა ვადა. 31 აგვისტოს კი, სატენდერო კომისიამ დაადგინა, რომ კომპანიამ ინფორმაციის მიწოდება ვერ შეძლო, რის გამოც მისი დისკვალიფიკაცია მოხდა.
რაც შეეხება “ჯი-თი მოტორსის” წინადადებას, კომპანიის მიერ წარდგენილი ავტომობილი ასევე 17 ადგილიანია, ერთი მიკროავტობუსის ღირებულება კი 101,656 ლარი იქნება. ამასთან, ტექნიკური პარამეტრების თანახმად, ახალი მიკროავტობუსის საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე ქალაქში 9 ლიტრის ფარგლებში უნდა იყოს.
“ჯი-თი მოტორსი” თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მხრიდან მისი გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებას უცხოურ ვალუტაში ითხოვს. თავისმხრივ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას “ჯი-თი მოტორსის” წინადადების განხილვისთვის 5-დღიანი ვადა ექნება.
შესყიდვის შემთხვევაში, მერია ამ მიკროავტობუსებს სარგებლობაში “თბილისის მიკროავტობუსს” გადასცემს, რომელიც დედაქალაქში მოქმედი კერძო სატრანსპორტო ოპერატორია. სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, ახალი მიკროავტობუსი 17 მგზავრზე უნდა იყოს გათვლილი.
თბილისის მერიამ მიკროავტობუსების შესყიდვის ტენდერი წელს ორჯერ შეაჩერა. ივლისში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ხელახლა გამოცხადებული ტენდერის შეჩერების მიზეზი სატენდერო წინადადების აღწერილობაში ცვლილებების შეტანა გახდა, რასაც პოტენციურ მიმწოდებელთა შორის კონკურენცია უნდა გაეზარდა.
შეგახსენებთ, რომ მიკროავტობუსების შესყიდვაზე გამოცხადებული 29 მლნ-იანი ტენდერი აპრილის დასაწყისში შეჩერდა. მიზეზად ქვეყანაში არსებული ვითარება დასახელდა. ხელახლა ტენდერი 22 ივნისს გამოცხადდა, ახალი ტენდერით სატენდერო წინადადების მიღების დასრულება 3 აგვისტოს იგეგმებოდა.
მესამედ კი, ტენდერი 15 ივლისს გამოცხადდა და მასში წინადადების მიღების ვადა 17 აგვისტოს ამოიწურა.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი