თბილისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილი ჯარიმების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2026 წლის იანვარ-ივლისში ჯარიმების მოცულობამ შეადგინა 2 მილიონი ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63%-ით მეტია.
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის უბილეთო მგზავრობის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს, შესაბამისად, წელს დაწერილი ჯარიმების რაოდენობა 100 ათასს აჭარბებს.
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრთა ბილეთების შემოწმებას შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახური ახდენს.




























