მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკრობანკის სტატუსზე რამდენიმე დაინტერესებული კომპანია გვყავს - ლეჟავა

63340c939730e
მარიამ ვარადაშვილი
28.09.22 14:00
496
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ პაპუნა ლეჟავას განცხადებით, მიკრობანკების სტატუსის მინიჭებით რამდენიმე ფინანსური ინსტიტუტია დაინტერესებული, თუმცა ქვეყანაში მათ შესაქმნელად ჯერ საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს.

“მიკრობანკების სალიცენზიო ჩარჩო ჯერ შექმნილი არ არის. კანონის მიღების შემდეგ გვექნება გარკვეული პერიოდიც, რომ ეროვნულ ბანკში ლიცენზირების პროცედურები შევიმუშაოთ. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი სუბიექტებმა მოგვმართონ.

დღეს არცერთი განაცხადი არ არის შემოსული და ვერც იქნება, რადგან ამის საკანონმდებლო ჩარჩო არ არსებობს. ზოგადად ინტერესი აქვს რამდენიმე სუბიექტს. 2-3 ინსტიტუტია, რომლებიც ამ საკითხზე საუბრობენ, თუმცა არ გამოვრიცხავ სხვებიც დაინტერესდნენ, მათ შორის ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც დღეს ბაზარზე არ არიან და საერთაშორისო ბაზრიდან შემოვიდნენ”,-ამბობს ლეჟავა.