“ლარის გაუფასურებამ მიკროსაფინანსოების ბაზარი შეამცირა”-ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა გოგა ხიშტოვანმა განაცხადა.
ხიშტოვანის განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში მერყევმა ლარის კურსმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს დამატებითი პრობლემები შეუქმნა, ისინი ფინანსებს უცხოურ ვალუტაში იზიდავენ, ხოლო კრედიტები ლარში გაიცემა, შესაბამისად, კურსთაშორისი სხვაობის გამო ფაქტობრივად მოგების მიღებას ვეღარ ახერხებენ. ხიშტოვანის აზრით, სწორედ ამან განაპირობა, რომ ეს საქმიანობა ბევრ ბიზნესსუბიექტს აღარ უღირს.
"ლარის გაუფასურების 5 წლიანმა პერიოდმა, განსაკუთრებით კი ბოლო 2 წლის განმავლობაში კორონავირუსს რომ თავი დავანებოთ, მომგებიანობის მაჩვენებელი ბაზრის მოთამაშეებს სერიოზულად შეამცირა. ეს კი იმიტომ, რომ მთლიან მოგებას ლარის გაუფასურება ჭამს. სიტუაცია მიკროსაფინანსოებისგან ითხოვს შემდეგს, ან გაიზარდონ ბანკებად ან მიკრობანკებად და იმ ბენეფიტებით, რაც ბანკებს გააჩნიათ იხეირონ, ვგულისხმობ თანხების ლარში მოზიდვის შესაძლებლობას. თუ არადა მათ დატოვონ ბაზარი”,-აცხადებს PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გოგა ხიშტოვანი.
ცნობისთვის, 2019 წელს საფინანსო ბაზარზე გამოწვეული ცვლილებების შედეგად კომპანიების ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. ამავე წელს თუ ბაზარს მომსახურებას 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სთავაზობდა, ამ დროისთვის ბაზარზე ფუნქციონირებას 40 კომპანია აგრძელებს, თუმცა ბაზრის მოთამაშეები აღნიშნული ტენდენციის კიდევ გაგრძელდებას აანონსებენ.
რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელს, ის 2020 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით 1.13 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო სექტორს ჯამურად 648 ათასი მსესხებელი ჰყავს. შედარებისთვის, საკრედიტო პორტფელის ეს ზომა 2019 წლის მესამე კვარტალთან მიმართებით 2.7%-ით გაზრდილი, ხოლო ინდივიდუალური სესხების რაოდენობა 11%-ით არის შემცირებული, რაც ბაზრიდან ონლაინგამსესხებლების გასვლას უკავშირდება. ანუ მთლიანი საკრედიტო პორტფელი გაზრდილია, მაგრამ სესხების ინდივიდუალური რაოდენობა შემცირებული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი