„მიკროსაფინანსოების სექტორში ზრდის ტემპის დროებით შემცირება და ბაზრის მონაწილეების რაოდენობის კლება არ არის ბაზრისთვის დიდი პრობლემა“ - ასე აფასებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ ხელმძღვანელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარზე ბოლო პერიოდში არსებულ მდგომარეობას. ეროვნული ბანკის მიერ რეგულაციების ამქომედების შემდეგ მცირდება მიკროსაფინანსოების რაოდენობა, ასევე სექტორი ზარალზე გადის.
არჩილ ბაკურაძის განმარტებით, რეგულაციები გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობის შემცირებას, თუმცა კლიენტების რაოდენობა უცვლელი დარჩება. ამასთანავე, ბაზრიდან გასული მოთამაშეების ხარჯზე მოხდება დარჩენილთა გამსხვილება, მოსალოდნელია, სესხების გაერთიანების პროცესი. ასევე, მისი თქმით, გაიზრდება ბიზნესდაკრედიტება.
„მე არ მგონია რომ ინვესტიციები შემცირდება, უბრალოდ მათი ტიპი შეიცვლება. იქნება უფრო გრძელვადიანი, სტრატეგიული ინვესტიციები“- აღნიშნავს „კრისტალი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
არჩილ ბაკურაძემ ისაუბრა „კრისტალში“ არსებულ მდგომარეობაზეც. მან განმარტა, რომ პორტფელი აპრილის თვემდე მცირდებოდა, თუმცა ეს პრობლემა ეტაპობრივად დაიძლია და პორტფელმა დაიწყო ზრდა. ასევე შემცირდა ვადაგადაცილებების მაჩვენებელიც, რომლებიც რეგულაციების დასაწყისში გაორმაგებული იყო. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ბაკურაძის ინფორმაციით, „კრისტალში“ წლის ბოლომდე მოსალოდნელია 10%-15%-იანი ზრდა.
1 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში 53 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს რაც მისოების 19-ით შემცირებას ნიშნავს. კომპანიების რაოდენობის შემცირებასთან ერთად, შემცირებულია ამ სფეროს აქტივებისა და შემოსავლების მოცულობა; მოგების ნაცვლად კი, ეს ფირმები მრავალმილიონიან ზარალს განიცდიან.
მეორე კვარტლის მდგომარეობით, მისო-ების აქტივები 1,334,164,316 ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 200 მილიონი ლარით ნაკლებია, ამ ორგანიზაციების ზარალი კი, 2019 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით 30 მილიონამდე ლარს შეადგენს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?