მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მილიარდერი ბერნარ არნო Carrefour–ის წილებს სრულად ყიდის

61325528863f6
BM.GE
04.09.21 00:30
5458
ფრანგი მილიარდერი ბერნარ არნო სუპერმარკეტების ქსელ Carrefour–ის წილებს სრულად ყიდის. საცალო ვაჭრობის ქსელში მან პირველი ინვესტიცია 14 წლის წინ ჩადო.

არნო საცალო ვაჭრობის გიგანტის 5.7%–იან წილს ფლობდა. Societe Generale-ის ცნობით, წილების გასხვისების შედეგად მან 724 მილიონი ევროს შემოსავალი მიიღო. ცნობისთვის, 2007 წელს, აქციების თავდაპირველი შეძენისას თითო აქციის საშუალო ფასი 47 ევრო იყო – მათი გასხვისება კი 16 ევროდ მოხერხდა.

საგულისხმოა, რომ არნო Carrefour–ის სამი უმსხვილესი აქციონერიდან ერთ-ერთი იყო, მულენების ოჯახსა და ბრაზილიელ ბიზნესმენ აბილიო დოს სანტოს დინისთან ერთად.

არნოს წასვლა ბიზნესიდან იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც მიმდინარეობს კარფურის რესტრუქტურიზაცია თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის ალექსანდრე ბომპარდის მიერ.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, კარფურმა ბრწყინვალე აღდგენას მიაღწია ალექსანდრე ბომპარდის მენეჯმენტით“ – ვკითხულობთ არნოს განცხადებაში – „14 წლის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ განვაგრძოთ ჩვენი ინვესტიციების დივერსიფიკაცია.“

Forbes.ge