მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბერნარ არნო მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმე გახდა - რამდენია მისი ქონება?

ბერნარ არნო

მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმეების რეიტინგში პირველი ადგილი მოდის ინდუსტრიის ტიტანმა, ბერნარ არნომ დაიკავა, რომელმაც ჯეფ ბეზოსს და ილონ მასკს გადაუსწრო.

Bloomberg-ის შეფასებით, არნოს ქონება ამჟამად 201 მილიარდ დოლარს შეადგენს, მის მიერ დაფუძნებული LVMH-ის საბაზრო კაპიტალიზაცია კი $465 მილიარდია და ის მოდის ინდუსტრიის უპირობო ლიდერია.

ბოლო პერიოდში არნოს გამდიდრება, უმეტესწილად, ჩინეთის ბაზართანაა დაკავშირებული. LVMH-ის შემოსავლების ნახევარი კი სწორედ აზიის ბაზარზე მოდის, სადაც „დიორი“ და „ლუი ვიტონი“ განსაკუთრებით უყვართ. ისე, 1987 წელს პარიზში დაფუძნებული ჰოლდინგური კომპანია ამჟამად 100-მდე ცნობილ და წარმატებულ ბრენდს აერთიანებს, მათ შორისაა: Louis Vuitton, Christian Dior, Fendi, Kenzo, TAG Heuer, Bulgari და Tiffany & Co.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები