მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა - "სინოვაკი" და "სინოფარმი" - უკვე საქართველოშია

60df0ed51d252
ინგა მურუსიძე
02.07.21 17:03
779
საქართველოში Covid-საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინების „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა შემოვიდა. ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.

„დღეს ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ვაქცინა, ესენია ჩინური ვაქცინები „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. მილიონი დოზა უკვე ადგილზეა და მზად ვართ 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია დავიწყოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მიღწეულია შეთანხმება და ქვეყანა კიდევ მილიონ დოზა ჩინურ ვაქცინებს ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები