ეს არის ღირსეულად მოპოვებული, დამსახურებული სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერი გამოეხმაურა ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
„საქართველომ არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. მინდა თითოეულ ქართველს მივულოცო დღევანდელი დღე. ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის და ხალხის გამარჯვება, ეს არის ღირსეულად მოპოვებული, დამსახურებული სტატუსი, რომელიც ჩვენ ხელისუფლებამ, ჩვენს ხალხთან ერთად და ჩვენი ხალხისთვის მოიპოვა. ჩვენ ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა ევროპელ კოლეგებს, რომლებმაც საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადეს.