მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძალიან გაბრაზებულები და ნაწყენები ვართ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო" - ვიქტორ ორბანი

ვიქტორ ორბანი და ღარიბა

"ძალიან გულდაწყვეტილები და გაბრაზებულები ვართ, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, როდესაც განვითარების მხრივ გაცილებით ჩამორჩენილმა ქვეყნებმა ეს სტატუსი მიიღეს. თუ ეს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, ის, რაც მოხდა, საკმაოდ უსამართლოა, ეს უნდა გამოსწორდეს რაც შეიძლება მალე", - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დღეს, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია და როგორც ის ამბობს, ევროკავშირისთვის საქართველოსთან პარტნიორობა და ამ ქვეყნის გავლით კავკასიის რეგიონთან დაკავშირება ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. 

"ევროპულ კავშირს სჭირდება დინამიზმი, ენთუზიაზმი, ადამიანები,რომლებსაც კრეატივი და ამბიციები აქვთ,  თუ ევროპა არ მიიღებს ასეთ ადამიანებს, საბოლოოდ ევროკავშირი ფასს გადაიხდის ამისთვის, ის დაკარგავს თავის კონკურენტუნარიანობას, ამ კონტექსტში საქართველო გახლავთ ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით იმსახურებს აღნიშნულ სტატუსს", - აღნიშნავს ვიქტორ ორბანი. 

მისივე თქმით, ევროკავშირის ენერგოეფექტურობა და ეკონომიკა ვერ გაძლიერდება თუ კი ის საქართველოსთან კავშირს არ დაამყარებს. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები