მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე კვირაში LSE-ზე ქართული კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია £150 მლნ ფუნტით გაიზარდა

5fb80c9d540b1
BM.GE
20.11.20 22:19
973
გასული სამუშაო კვირის განმავლობაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ქართული კომპანიების აქციების ღირებულებამ ზრდა განაგრძო, რის შედეგადაც ამ კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია ჯამურად 150 მილიონი გირვანქა სტერლინგით გაიზარდა. 

საქართველოს ეკონომიკა გლობალურ საფინანსო ბაზარზე სულ 3 კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი, ესენია - “თიბისი ბანკი”, “საქართველოს კაპიტალი” და “საქართველოს ბანკი”. 

TBC PLC-ის აქციების ღირებულების ზრდა 10.97%-ს შეადგენს, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 12.54 გირვანქა სტერლინგი ღირს. აქციების ფასის ზრდის გამო, თიბისის საბაზრო კაპიტალიზაციამ 69 მილიონი გირვანქა სტერლინგით იმატა და ამჟამად 691.65 მილიონს შეადგენს. გასულ კვირიაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 2,551,736 გირვანქა სტერლინგი იყო.

BGEO-ს აქციების ღირებულება 15.05%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 12.08 გირნავქა სტერლინგს შეადგენს. ამ მატების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 78 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 593.97 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, “საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა გასულ კვირაში 1,511,264 გირვანქა სტერლინგი იყო.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების მატებამ კი 1.55% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 4.58 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის მატების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 4 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 219.16 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირიაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 1,175,213 გირვანქა სტერლინგი იყო.

რაც შეეხება სახელმწიფო კომპანიების - რკინიგზისა და გაზისა და ნავთობის კორპორაციის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებს, მათი ბონდების ცვლილება ასეთია: 

რკინიგზა - ბონდის ღირებულება $105.04 დოლარი - ცვლილება გასული კვირის მანძილზე +0.04%. წლიურ ჭრილში, ბონდის ღირებულება -4.65%-ით არის შემცირებული.

ნავთობისა და გაზის კორპორაცია - ბონდის ღირებულება $102.24 დოლარი - ცვლილება გასული კვირის მანძილზე 0%. წლიურ ჭრილში, ბონდის ღირებულება -2.51%-ით არის შემცირებული.