25.ოქტომბერი .2021 15:20

"ლეტალობის მაჩვენებელი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მაღალია“ - ლევან რატიანი

"ლეტალობის მაჩვენებელი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მაღალია“ - ლევან რატიანი
views 253
უკან

"ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ლეტალობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია" - ასე აფასებს დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიონი ჟურნალისტებთან საუბრისას.

ექიმი-რეანიმატოლოგი თვლის, რომ ქვეყანამ პანდემიასთან საბრძოლველად ყველაფერი გააკეთა, თუმცა იმისთვის, რომ მძიმე ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები შეიცვალოს, ვაქცინაციის გააქტიურება მნიშვნელოვანია.

„სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ კოვიდ-პანდემიას გამართული შევხვედროდით. ვიმედოვნებ, პანდემიას მალე დავასრულებთ. მისი დასრულების ერთ-ერთი გზა კი ვაქცინაციაა.

ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ ნიშნავს, რომ პაციენტების უმეტესობა, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ, რაღაც მომენტში მძიმე covid-პირობებში ხვდება და მათ რეანიმაციული მომსახურება სჭირდებათ. შესაძლებელია, რომ პაციენტების რაღაც ჯგუფი არ დაექვემდებაროს მკურნალობას და განვითარდეს ლეტალობა.

რაც შეეხება გარდაცვალების რიცხვს, ის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მაღალია, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ თუ არ დავარღვევთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ რეგულაციებს, ამ მაჩვენებლის უკან დახევა შესაძლებელია“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კი საქართველოში Covid-19-ით 9 788 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა