მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი: "ოაზისში“, სადაც covid-ი დადასტურდა, 400-მდე ექიმი კონფერენციას ესწრებოდა

5f4f9f0b38965
თელარა გელანტია
02.09.20 17:31
7596
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ 400-მდე ქართველი ექიმი მნიშვნელოვან კონფერენციას ესწრებოდა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ექიმების ტესტირებები უკვე დაწყებულია.

„ვიცით, რა ვითარებაა სასტუმრო „ოაზისში“, სადაც 400-მდე ქართველი ექიმი ესწრებოდა მნიშვნელოვან კონფერენციას; იქ აუცილებლად უნდა ჩასულიყო ჩემი მოადგილე თამარ გაბუნია და რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე, თუმცა მიგვაჩნია, რომ მათი ვიზიტი უნდა გადაიდოს, რადგან „ოაზისში“ დაფიქსირდა covid-19.

ამასთან, მივიღეთ გადაწყვეტილება და გარკვეული ვადით სასტუმრო „ოაზისი“ ჩაიკეტება. ასევე, მყისიერად მივიღეთ ზომები რომ დაიწყოს ეპიდემიოლოგიური კვლევა და ექიმების ტესტირება, რათა შემდგომ ისინი შესაბამისი პროტოკოლით თვითიზოლაციასა და კარანტინში გადანაწილდნენ", - განაცხადა მინისტრმა.