მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტის შეცვლის მიზეზს ასახელებს

627280ad2231e
მარიამ ვარადაშვილი
04.05.22 17:55
2475

ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში არსებული პრობლემები აუდიტირების პროცესში გამოვლინდა.

ამის შესახებ მან რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტის შეცვლის მიზეზებზე საუბრისას განაცხადა და იქვე დასძინა, რომ
ახალმა მენეჯმენტმა ამ საკითხებზე უნდა იმუშაოს.

“მოგეხსენებათ, პანდემიის პერიოდში ბევრი გამოწვევა დაგროვდა როგორც სხვა კლინიკებში, ასევე სახელმწიფო კლინიკაში - რესპუბლიკურ საავადმყოფოში. საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ მენეჯმენტი გაგვეახლებინა და ახალი ხედვა - “სისხლი” ყოფილიყო კლინიკაში. დარწმუნებულები ვართ, წარმატებით გაუძღვებიან ამას”, - აცხადებს აზარაშვილი. 

3 მაისიდან რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ახალი დირექტორი ლიანა ჭუმბურიძე 2019 წლიდან ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის საოპერაციო დირექტორი იყო. 2017-2018 წლებში კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფინანსური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.