26.ოქტომბერი .2020 11:44

მინისტრი: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე არ ვმსჯელობთ

მინისტრი: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე არ ვმსჯელობთ
views 340
უკან

"ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე არ ვმსჯელობთ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა არ თვლის, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საჭიროა.

"ძირითადად ვმუშაობთ პროტოკოლებზე, რათა ნაკადების მართვა კოვიდ სასტუმროების და კლინიკების დონეზე იყოს ეფექტური. ჩვენ შევიმუშავეთ არაერთი პროტოკოლი ოჯახის ექიმებთან მიმართებაში და ინფიცირებულები გრძნობენ, თუ რამდენად გააქტიურდნენ ოჯახის ექიმები მათი მიმართულებით“, - განახაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება საქართველოს "წითელ ზონაში" გადასვლას, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ეს ექიმებისთვის მეტ მზაობაზე მიუთითებს.

„წითელი ზონა" სამედიცინო სექტორისთვის მიუთითებს მეტ მზაობას, მეტ მობილიზაციას და მეტად ეფექტურ მართვას, როგორც პაციენტების მართვის, ისე - საწოლბრუნვის ნაწილში“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა