მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მითი თუ რეალობა? - ის, რაც თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის შესახებ უნდა იცოდე

62061b9b16afc
BM.GE
11.02.22 12:04
1295
თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესახებ საზოგადოებაში მრავალი კითხვა არსებობს. ადამიანები ცდილობენ მიიღონ ინფორმაცია მოწყობილობის, მოწყობილობის მოხმარებასთან დაკავშირებული საფრთხეების და შესაძლო პოტენციური სარგებლის შესახებ. თუმცა, საზოგადოებაში გავრცელებული მითები და არასწორი ინფორმაცია ხელს უშლის მწეველთა მხრიდან ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებასა და ტრადიციული მოწევის თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობით ჩანაცვლებას.

ამ სტატიაში ვეცდებით, პასუხი გავცეთ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს.

განსხვავდება თუ არა თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები ტრადიციული სიგარეტისგან?

საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები ტრადიციული სიგარეტის მსგავსია. თუმცა, ეს არასწორია.

თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობა არ მოიცავს თამბაქოს წვის პროცესს, შესაბამისად, არ გამოყოფს კვამლს და ამცირებს სიგარეტის წვის დროს გამოყოფილი მავნე და პოტენციურად მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობას.

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეცნიერული ინოვაციების გამოყენებით შექმნილი თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა სიგარეტის მოწევის გაგრძელებასთან შედარებით უკეთეს არჩევანს წარმოადგენს. თუმცა, ის არ არის სრულიად უსაფრთხო.

ყველა უკვამლო მოწყობილობა ერთნაირია?

ბაზარზე თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების განსხვავებული სახეობები არსებობს, მათ შორის არის: თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა და ელექტრონული სიგარეტები. თუმცა, მათ ერთი საერთო თვისება აერთიანებთ - თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობები არ იყენებენ წვის ტექნოლოგიას, შედეგად არ გამოყოფენ კვამლს და ამცირებენ მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობას.

რადგან თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა იყენებს თამბაქოს, ის ტრადიციული სიგარეტის მსგავსია?

მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა ტრადიციული სიგარეტის მსგავსად იყენებს თამბაქოს, მოწყობილობა წვის ნაცვლად იყენებს გახურების ტექნოლოგიას.

თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა თამბაქოს 350C-მდე ახურებს, შედეგად, არანაირი წვა, ფერფლი და კვამლი.

ნიკოტინი მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს?

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ნიკოტინი მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს. თუმცა, ეს არასწორია.

აშშ საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარებას სიგარეტის კვამლში არა ნიკოტინი, არამედ, სიგარეტის კვამლში არსებული ტოქსიკური ნივთიერებები განაპირობებს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ნიკოტინი არ არის სრულიად უსაფრთხო. ის იწვევს დამოკიდებულებას.

თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები რისკის შემცველია?

მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები და ელექტრონული სიგარეტები არ იყენებს წვის ტექნოლოგიას და ამცირებს კვამლში არსებული მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობას, ისინი არ არის სრულიად უსაფრთხო.

მწეველთათვის საუკეთესო არჩევანს მოწევისა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტებისთვის თავის დანებება წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები