მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მივუახლოვდით იმ ეტაპს, როცა ციფრული ლარის საპილოტე რეჟიმით შემოღება შეგვიძლია - მინისტრი

627222f64f571
მარიამ იზორია
04.05.22 11:07
5107
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის შეფასებით, ციფრული ტრანსფორმაცია ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ციფრულ ტექნოლოგიებზე აქცენტირება ქვეყანას უფრო მეტად კონკურენტუნარიანს გახდის.

ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ციფრული ვალუტისა (CBDC) და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და მსოფლიო ბანკის მონაწილეობით ჩატარდა.

მინისტრის თქმით, საქართველო ციფრულ ვალუტას საპილოტე რეჟიმით მალე შემოიღებს, ხოლო სრულად დანერგვას რამდენიმე წელი დასჭირდება.

„ციფრული ტრანსფორმაცია ქვეყნის განვითარებისთივს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მომსახურების გაციფრულება - ეს არის მომავალი. ბევრი ქვეყანა ციფრულ ვალუტაზე გადასვლას ცდილობს, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკიც ამ პროცესშია, თუმცა ბევრი სამუშაო ჯერ კიდევ გასაწევია, რადგან ეს მარტივი პროცესი არ არის.

ციფრული ლარი საქართველოში ფინანსური მომსახურების განვითარებისთვის, გადახდის სისტემის გამარტივებისთვის, დაჩქარებასა და გაიაფებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება. ეს სახელმწიფო სერვისებსაც გაამარტივებს. მათ შორის უფრო მეტი ტექნოლოგიური კომპანია შემოვა საქართველოში და ქვეყანა ამ ცვლილებით ინოვაციების ავანგარდში უნდა მოხვდეს. ჩვენ მივუახლოვდით იმ ეტაპს, როცა ციფრული ლარის საპილოტე რეჟიმით შემოღება შეგვიძლია, თუმცა სრულმასშტაბიან ცვლილებას რამდენიმე წელი დასჭირდება“, - განმარტავს დავითაშვილი.

სებ-თან ერთად ციფრული ლარის შექმნა 100-მდე ტექნოლოგიურ კომპანიას სურს