მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ხიდურელი: ჩვენ არ ვაკეთებთ არჩევანს ან ექსპორტზე ან იმპორტის ჩანაცვლებაზე

5e8c9326cf15c
ვიქტორია მღებრიშვილი
07.04.20 19:12
1519
ჩვენ არ ვაკეთებთ არჩევანს ან ექსპორტზე ან იმპორტის ჩანაცვლებაზე, - ამის შესახებ „აწარმოე საქართველოში“ ხელმღვანელმა მიხეილ ხიდურელმა ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით ქვეყანაში მოქმედი წარმოებების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რომელი მიმართულება ექნება კომპანიას, ეს მისი გადასაწყვეტია და სახელმწიფო მხარს უჭერს როგორ ექსპორტის, ასევე იმპორტის მიმართულებით მოქმედ საწარმოებს.

„სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორი მთავარი და თანაბარმნიშვნელოვანი პრიორიტეტია ექსპორტის წახალისება და ადგილობრივი წარმოების განვითარება. ჩვენ გვაქვს მაგალითები, როდესაც ბიზნესმა დაიწყო ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქტის წარმოება და შემდეგ , ნელ-ნელა დაამატა ადგილობრივ ბაზარზე გათვლილი პროდუქტი, რომელიც კონკურენტუნარიანი იყო ბაზარზე. ასევე, გვყავს კომპანიები, რომლებმაც დაიწყეს წარმოება ადგილობრივი ბაზრისთვის და მისი ათვისების შემდეგ, დაიწყეს პროდუქციის ექსპორტზე გატანა.

შესაბამისად, ეს ორი მიმართულება ერთმანეთს ხელს არ უშლის. ჩვენ არ ვაკეთებთ არჩევანს ან ექსპორტზე ან იმპორტის ჩანაცვლებაზე. სახელმწიფოს ჰყავს, როგორც ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიები, ასევე, ადგილობრივი იმპორტის ჩამნაცვლებელი კომპანიები. ეს რეალურად არის ბიზნესის გადაწყვეტილება, თუ რომელი მიმართულება იქნება მისთვის უფრო ხელსაყრელი და მომგებიანი. სახელმწიფო ორივე შემთხვევაში, თანაბარი ძალისხმევით უჭერს მხარს ორივე მიმართულებას", - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.