მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ხიდურელი: კომპანიები „FDI გრანტს“ 3 წლის თავზე მიიღებენ

5fc231a191dce
თელარა გელანტია
28.11.20 15:34
1209
19 ნოემბერს მთავრობამ უხოური ინვესტიციების მოსაზიდად ახალი სახელმწიფო პროგრამა „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“ ე.წ. “FDI გრანტი“ დაამტკიცა. ცნობილია, რომ პროგრამას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. მართალია, ახალი პროგრამის შესახებ მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე ჯერ არ გამოქვეყნებულა და ჯერჯერობით, არც პროგრამის ბიუჯეტია ცნობილი, მაგრამ უკვე ცნობილია, დარგები, რომლებიც ამ მექანიზმით ისარგებლებენ და ასევე, გაკეთდა გარკვეული შეფასებებიც, მათ შორის იმაზეც, რატომ სთავაზობს ახალ მექანიზმს მთავრობა მხოლოდ უცხოელ ინვესტორებს და არა - ადგილობრივებს.

„კომპანიებს ეკუთვნით 1 მლნ ლარამდე გრანტი 3 წლის თავზე. რატომ 3 წელი? - სამი წლის შემდეგ კომპანია ვლდებულია, რომ წარადგინოს აუდიტის დასკვნა, სადაც ჩვენ ვრწმუნდებით, რომ მან ნამდვილად დაასაქმა პირობებით განსაზღვრული ადამიანების რიცხვი და ჩადო ეს ინვესტიცია, ამის შემდეგ ხდება ამ თანხის დაბრუნება და ეს ხდება მხოლოდდამხოლოდ 2 მიმართულებით: ეს არაა უბრალოდ ქეშ ბექი, რომელსაც მიიღებს ინვესტორი, ეს არის სამუშაო ძალის გადამზადება/ტრენინგის თანხა, რომელიც არის გამოწვევება ინვესტორებისთვის... ჩვენ ხომ გაანალიზებული გვაქვს საქართველოს სუსტი, საშუალო და ძლიერი საინვეტსიციო მხარეები?! სუსტ მხარეებს შორის ერთ-ერთია სამუშაო ძალის კვალიფიკაცია. ამიტომ შევეცადეთ ჩვენი სუსტი მხარე ამ ფორმით დაგვეკომპენსირებინა ინვეტსორებისთვის და ვთავაზობთ 1 მლნ ლარამდე გრანტს, რითაც შეძლებენ სამუშაო ძალის გადამზადებას საქართველოში და ასევე, მეორე მიმართულებაა - ამ გრანტის ინფრასტრუქტურაში დახარჯვა. ესაა სხვადასხვა კომუნალური კომუნიკაციების სისტემის გამართვა - მაგალითად, გაზმომარაგება, ელექტრომომარაგება, წყალი, გზა დ ა.შ.“,– აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

რაც შეეხება იმას, რაზე დაყრდნობით შეარჩია მთავრობამ დარგები, რომლებიც FDI გრანტით სარგებლობას შეძლებენ, მიხეილ ხიდურელს არგუმენტად 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და სექტორების სიცოცხლისუნარიანობა მოჰყავს.

„ესაა პირველ რიგში ის სექტორები, რომელზეც ინვესტორთან საუბარს აზრი აქვს, რადგან ან თავად გაგაჩნია ეს ნედლეული ან ის ახლომდებარე სამეზობლოში მოიპოვება. ასევე, არის თუ არა ეს ის სექტორი, რომელსაც შეეძლება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ისარგებლოს და ა.შ. ბევრი კრიტერიუმია, მაგრამ მთავარია ის 2 რაზეც ვისაუბრეთ. არის სექტორები, რომლებსაც ახლა უნდა დავაანებოთ თავი, რადგან მინიმუმ 10 წელი დაგვჭირდება ეკოსისტემის და გარემოს მოსამზადებლად, ჩვენ, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პროექტებზე უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ 2-3 წლიან პერსპექტივაში რისი მოზიდვის საშუალება გვაქვს“,– აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები