მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მმართველმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ, რომ ივანიშვილი იმ რიგში არ ჩაწერილიყო - პრეზიდენტი

62a8cb8c3cb85
ალა ისპირიანი
14.06.22 22:00
654
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხსენიება, როგორც პერსონალური სანქციების დაწესების შესაძლო კანდიდატი, მმართველი პარტიის ბრალია.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" მიერ ამ თემის პრეზიდენტისთვის გადაბრალება საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა.

"საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა, ასევე, ჩემზე გადაბრალება ვითომ მე რაღაცა ტოლობის ნიშნები დავსვი და არა ის, რომ თქვენ მმართველმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ რიგში არ ჩაწერილიყო. ამ საქმეს თქვენ უნდა მიხედოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე. 

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო სახელწოდებით „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა“, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებას ქვეყანაში პრესის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის გამო აკრიტიკებს. ამასთან, დოკუმენტში მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზეა საუბარი.