"ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი და ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა და მასთან კომუნიკაციის სურვილი გამოთქვა.
როგორც პრეზიდენტმა განმარტა, დღეს ბევრი კითხვა ისმება მათ შორის პარტნიორების მხრიდან, თუ სად არის გადაწყვეტილების მიღების ცენტრი და ივანიშვილთან კომუნიკაცია კარგი იქნებოდა ამ საკითხებთან დაკავშირებით მეტი სიცხადის შეტანის მიზნით.
კითხვაზე,- არის თუ არა ივანიშვილი ოლიგარქი, პრეზიდენტმა თქვა, რომ ის ოლიგარქია.
„კი ოლიგარქია, იმ გაგებით, რომ ფული აქვს, მედიაზე გავლენა და პოლიტიკაზე გავლენა აქვს, ამ გაგებით არის, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი და ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. პრობლემა არის ამ პოლიტიკური სისტემის გაუმჭვირვალობა.
კითხულობენ, სად არის ეს მთავარი წონა გადაწყვეტილების და პასუხისმგებლობის და რადგან პასუხი არ აქვთ, იქაც უნდათ, რომ მივიდეს ეს გზავნილი. არ მაქვს მე კომუნიკაციის საშუალება, თქვენ ხართ ყველაზე კარგი საშუალება. იმისთვის, რომ უფრო გამჭვირვალე იყოს პოლიტიკური პროცესები, თუ ვართ დემოკრატიული ქვეყანა და მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ ვართ და შეგვიძლია დავრჩეთ ამ პერსპექტივაში, საჭიროა, რომ იყოს მეტი გამჭვირვალეობა ყველა მხრივ. მას ვეტყოდი, რომ საჭიროა მეტი სიცხადე იმის შესახებ, თუ სად არის მიღებული გადაწყვეტილებები და რა ფორმით - ეს არის კოლექტიური, ეს არის კამათის შემდგომი, იმიტომ, რომ ძალიან რთულია გაგება რა ხდება, როცა ისმენ ამ რიტორიკას, ხან აქეთ და ხან იქით, ხან ლანძღვაა ჩვენი პარტნიორების, ხან ამერიკის ელჩის, ხან ევროკავშირის, როცა ის მიდის, რაც დიპლომატიურად ძალიან არასწორი და არაკორექტულია, ხან კი არის განცხადებები, რომ ჩვენ ვასრულებთ რეკომენდაციებს, მივდივართ ამ გზაზე და სად არის რეალური ჩვენი ხაზი?“- განაცხადა ზურაბიშვილმა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.