23.აგვისტო .2021 19:02

მობილური ბაზრის მოთამაშეებმა II კვარტალში 135.3 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს

მობილური ბაზრის მოთამაშეებმა II კვარტალში 135.3 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს
views 622
უკან

კომუნიკაციების კომისია მობილური მომსახურების ბაზარის II კვარტალის ანგარიშს აქვეყნებს. 

2021 წლის II კვარტალის მონაცემებში, 2020 წლის II კვარტალთან შედარებით მატებაა როგორც აბონენტების რაოდენობის მიხედვით, ისე შემოსავლების კუთხით.

კერძოდ, მობილური ბაზრის მოთამაშეების აბონენტების რაოდენობა გასული წლის II კვარტალის მონაცემებთან შედარებით 5%-ით არის გაზრდილი და 5.3 მილიონ აბონენტს შეადგენს. 22%-ით არის გაზრდილი მობილური მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი, რაც მიმდინარე წლის II კვარტალის მდგომარეობით 135.3 მილიონი ლარია.

აბონენტების რაოდენობის მიხედვით მობილური მომსახურების ბაზარზე კომპანია "მაგთიკომი" ლიდერობს. მას  II კვარტალის მდგომარეობით 2.2 მილიონი აბონენტი ჰყავს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მეორე ადგილზეა "სილქნეტი". მას 1,7 მილიონი აბონენტი ჰყავს. მესამე ადგილზე კი "ვიონია" 1,4 მილიონი აბონენტით.

შემოსავლის მიხედვითაც "მაგთიკომი" ლიდერობს. მისმა შემოსავალმა II კვარტალში 62.2 მილიონი ლარი შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ია.

აბონენტების მიხედვით ბაზრის წილითაც პირველ ადგილზე "მაგთიკომია". მატება II კვარტალის მდგომარეობით 2020 წელთან შედარებით 0,8%-ია. მას ბაზრის 41% წილი უჭირავს, "სილქნეტს" - 32.4%, "ვიონი საქართველოს" - 26.6%.

2021 წლის II კვარტალში ქსელში პორტირებული ნომრების რაოდენობითაც მოწინავე მაგთიკომია. ხოლო ყველაზე მეტმა აბონენტმა პორტირების საშუალებით "სილქნეტი" დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა