მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში სამივე მობილურ ოპერატორ კომპანიას შემოსავალი გაეზარდა

სილქნეტი

კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული მობილური მომსახურების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის I კვარტალში, 2022 წლის I კვარტალთან შედარებით მატებაა როგორც აბონენტების რაოდენობის მიხედვით, ისე შემოსავლების კუთხით.

მიმდინარე წლის I კვარტალში აბონენტების რაოდენობა 1.4%-ით გაიზარდა 5.8 მლნ შეადგინა. რაც შეეხება შემოსავლებს, საანგარიშო პერიოდში კომპანიებმა 180 მლნ ლარი მიიღებს, რაც 24%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

კომპანიების მიხედვით აბონენტების რაოდენობა 3%-ით შეუმცირდა “მაგთიკომს” და I კვარტალის მდგომარეობით მისი მობილური მომსახურების სერვისით 2.4 მლნ აბონენტი სარგებლობდა. თითქმის 6%-ით გაიზარდა სილქნეტის აბონენტების რაოდენობა და 1.9 მლნ შეადგინა. სილქნეტის მსგავსად აბონენტების რაოდენობა 3.5%-ით გაზარდა "სელფი მობაილმა" [ყოფილი ბილაინი] და 1.44 მლნ შეადგინა. 

შემოსავლების კუთხით I კვარტალში სამივე კომპანიამ გაზარდა შემოსავალი. შემოსავლებით ტრადიციულად "მაგთიკომი" ლიდერობს, რომელმაც 2023 წლის პირველ კვარტალში თითქმის 90 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, წლიური ზრდა კი 26.4%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა სილქნეტი, რომლის შემოსავლები თითქმის 25%-ით 61.7 მლნ ლარამდე გაიზარდა. სელფი მობაილის შემოსავლები თითქმის 16%-ით 28.6 მლნ ლარამდე გაიზარდა.

პირველ კვარტალში აბონენტების მიხედვით ბაზრის წილი მხოლოდ მაგთიკომს შეუმცირდა. საბოლოოდ ბაზრის წილი ასე გადანაწილდა: მაგთიკომი - 41.6% ; სილქნეტი - 33.5%; სელფი მობაილ - 24.9%.
შემოსავლების კუთხით ბაზარი ასე ნაწილდება: მაგთიკომი - 49.8%; სილქნეტი - 34.3%; სელფი მობაილ - 15.9%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები