მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მობილური ინტერნეტის ფასი მცირდება

619f3c357ca0a
შოთა ტყეშელაშვილი
25.11.21 23:40
10680
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური ოპერატორების საქმიანობის ანალიზი გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში ერთი გიგაბაიტი მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება 77 თეთრი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24.5%-ით ნაკლებია. 

ანგარიში აჩვენებს, რომ დღეს მობილური ოპერატორების ყოველთვიური შემოსავლების 41% სწორედ მობილური ინტერნეტის რეალიზაციიდან ფორმირდება. 47% მოდის ხმოვან მომსახურებაზე, 4% სმს-ებზე 8% კი სხვა სერვისებზე. 

მთლიანობაში მობილურ ინტერნეტს 3.88 მილიონი ფიზიკური პირი, 0.98 მილიონი კორპორატიული კერძო და 230 ათასი კორპორატიული სახელმწიფო აბონენტი იყენებს. 

2021 წლის სექტემბერში ამ აბონენტებმა ჯამში 29.2 პეტაბაიტი ინტერნეტი მოიხმარეს, რაც წინა წელთან შედარებით 72%-ით მეტია, რაც ქვეყანაში მობილური ინტერნეტის ათვისების სწრაფ ტემპზე მეტყველებს. 

ამჟამად, ერთი აბონენტი თვის განმავლობაში საშუალოდ 9.6 გიგაბაიტ მობილურ ინტერნეტს მოიხმარს. კომპანიების მიხედვით, ეს მაჩვენებელი ასე ნაწილდება - მაგთის აბონენტი თვეში საშუალოდ 14.8 გიგაბაიტი; სილქნეტის აბონენტი თვეში საშუალოდ 7.6 გიგაბაიტი; ბილაინის აბონენტი თვეში საშუალოდ 5.8 გიგაბაიტი.