მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოძრაობა „სირცხვილია“ პრეზიდენტის მოწვევას ერთი პირობით იღებს

62a8df3e4e90c
ალა ისპირიანი
14.06.22 23:21
2500
მოძრაობა „სირცხვილია“ 16 ივნისის აქციაზე პრეზიდენტის მოწვევას ერთი პირობით იღებს. "მანაც მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების თვითორგანიზებულ ჯგუფთა მოწვევა და დაესწროს შეკრებას “შინ ევროპისკენ”, - წერს "სირცხვილია" სოციალურ ქსელში.

როგორც „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ევროინტეგრაციისადმი ერთგულების ორჯერ აღნიშვნით არაფერი დაშავდება.

"ერთ კვირაზე მეტია, სამოქალაქო საზოგადოება ემზადება 20 ივნისის შეკრებისთვის, რომლის მიზანიცაა გააერთიანოს ქართველი ხალხი მიუხედავად მათი პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ სხვა განსხვავებებისა. ისტორიული გადაწყვეტილების წინ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ევროპელ პარტნიორებს უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია ერთ-ერთი ისეთი იშვიათი საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში პოლარიზაცია არ არსებობს.

წინააღმდეგობრივია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ევროინტეგრაციისთვის კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს, ამავდროულად ალტერნატიულ აქციას ნიშნავს და 20 ივნისის შეკრების ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმებას სთავაზობს. არა და არასოდეს!

ჩვენ ვიღებთ პრეზიდენტის მოწვევას 16 ივნისის აქციაზე და ვთავაზობთ, მანაც მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების თვითორგანიზებულ ჯგუფთა მოწვევა და დაესწროს შეკრებას “შინ ევროპისკენ”, რომელიც 20 ივნისს, 20 საათზე პარლამენტთან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება. ქვეყანაში, სადაც ახალ წელს ორჯერ ვზეიმობთ, არაფერი დაშავდება, თუ ევროინტეგრაციისადმი ერთგულებასაც ორჯერ აღვნიშნავთ", - წერია განცახდებაში. 

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლებში ბრიფინგი გამართა, სადაც მოქალაქეებს 16 ივნისს, 19:00 საათზე ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.