მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პრეზიდენტის მიღება აპოლიტიკურია“ - ადმინისტრაციის განცხადება

643118373e6e5
ინგა მურუსიძე
08.04.23 11:29
543
საქართველოს პრეზიდენტი ხვალ 9-აპრილისადმი მიძღვნილ მიღებას მართავს. ადმინისტრაცია ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიღება აპოლიტიკურია და არანაირი მოძრაობის საფუძნებას არ უკავშირდება.

„ხვალ, 9 აპრილს, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი და ერთად გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ.

საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობების გამო, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ისევე როგორც სხვა ღონისძიებები, რომლებიც პრეზიდენტის ეგიდით ტარდება, ეს ღონისძიებაც აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებასა თუ ჩამოყალიბებას“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები