მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა - პრეზიდენტი პრემიერის განცხადებაზე

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის მიერ ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა მთავრობის საკუთარი ხალხისგან გაუცხოებას ადასტურებს.

ირაკლი კობახიძის მიერ ახალგაზრდებისადმი დღეს გავრცელებულ მიმართვას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის რამე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. ეს სიტყვები პრემიერ მინისტრს როცა ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და მის მთავრობის გაუცხოებას საკუთარ ხალხისგან ადასტურებს!

მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება, “მამულის” სიყვარული სხვა არაფერია.

ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან (გამონაკლისის გარეშე) …ესეც სარწმუნოება!!!

რაც ეხება ენას … თქვენი სიძულვილის ენა ქართული არასოდეს ყოფილა!, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდებს ღია წერილით მიმართა, რომელშიც აღნიშნულია, რომ : "როდესაც 29 წლის გიგლა ბერბიჭაშვილმა 70 წლის ილია ჭავჭავაძეს ესროლა, მას ღრმად სწამდა, რომ თავად იყო პროგრესული გულწრფელი ახალგაზრდა, ხოლო ილია ჭავჭავაძე - ჩამორჩენილი არაკეთილსინდისიერი მოხუცი. ბერბიჭაშვილს და მის თანამოაზრე ახალგაზრდებს ეს რწმენა ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ ჩაუნერგა. მსგავსი მეთოდებით მუშაობს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიაც, რომელმაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პირდაპირ თუ ირიბად მიმდევარ ახალგაზრდებს დააჯერა, რომ სწორედ ისინი არიან გულწრფელობისა და პროგრესულობის მაგალითი ამ ქვეყანაში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები