მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა, დაკავშირებულია გარემოზე ზემოქმედებასთან.
"იმიტომ რომ როდესაც წარმოება იზრდება, ბიზნესი ვითარდება, ეს ყოველთვის ნიშნავს გარემოზე ზემოქმედებას, შესაბამისად, აქ შემოდის ის საერთაშორისო სტანდარტები და ვალდებულებები, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს დაცული, რათა ეკონომიკური ზრდა იყოს მდგრადი და ინკლუზიური, - ამის შესახებ მან ქართველ ჟურნალისტებს სომხეთში განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ამ მიმართულებით აქვს ძალიან კარგი შედეგები, რასთან დაკავშირებითაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს.
„ეკონომიკური ზრდა, ზოგადად, დაკავშირებულია გარემოზე ზემოქმედებასთან - როდესაც წარმოება იზრდება, ბიზნესი ვითარდება, ეს ყოველთვის ნიშნავს გარემოზე ზემოქმედებას. შესაბამისად, აქ შემოდის ის საერთაშორისო სტანდარტები და ვალდებულებები, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს დაცული, რათა ეკონომიკური ზრდა იყოს მდგრადი და ინკლუზიური. მარტო ეკონომიკური ზრდა საკმარისი არ არის, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ის სტანდარტი, რომელიც მიღებულია სახელმწიფოს მიერ საერთაშორისოდ დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში.
ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები, პრემიერმა ისაუბრა ამასთან დაკავშირებით თავის გამოსვლაში, განსაკუთრებით დაცული ტერიტორიების ფართობებთან მიმართებით, დაგეგმილ ღონისძიებებთან მიმართებით, რომელიც განხორციელდება უახლოეს მომავალში და მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს“, - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
























