მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომლოცველობა, მეორე სახლის მონახულება თუ შოპინგი – რა მიზნით მოგზაურობენ ადგილობრივები საქართველოში?

5f5fa355d902d
BM.GE
14.09.20 23:30
1029
საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის პირველ ნახევარში ადგილობრივი ვიზიტორების მიერ ქვეყანაში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 22.5%-ით შემცირდა და 5.1 მლნ შეადგინა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მეორე კვარტალის მონაცემებს, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 1.8 მლნ-მდე (კლება-37.2%), ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2 მლნ-მდე (კლება-39.2%) შემცირდა.

კლვევა ასევე ეხება მოგზაურთა მიზნებს და აღნიშნულია, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორები ძირითადად მეგობრებისა და ნათესავების მონახულების მიზნით გადაადგილდებოდნენ. ვიზიტის მიზნების თითქმის ყველა ნაწილში კლება დაფიქსირდა, მხოლოდ მეორე სახლის მონახულების მიზნით იმოგზაურა უფრო მეტმა ვიზიტორმა ვიდრე 2019 წლის მეორე კვარტალში.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები მიზნების მიხედვით ასე გადანაწილდა:

• მეგობრების/ნათესავების მონახულება - 971.3 ათასი ვიზიტი, კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან 42.2%;
• მეორე სახლის მონახულება - 360.6 ათასი ვიზიტი, ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან 33.5%;
• შოპინგი - 281.2 ათასი ვიზიტი, კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან 32.3%;
• მკურნალობა, გაჯანსაღება - 181.2 ათასი ვიზიტი, კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან 45.5%;
• დასვენება, გართობა, რეკრეაცია - 111.7 ათასი ვიზიტი, კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან 61.9%;
• პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა - 56.2 ათასი ვიზიტი, კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან 71.6%;
• რელიგია/მომლოცველობა - 27.8 ათასი ვიზიტი, კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან 66%;
• განათლების მიღება - 10.7 ათასი ვიზიტი, კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან 41.1%;

სხვა მიზნებით განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა ჯამურად 44.2%-ით 26.2 ათასამდე შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მოგზაურთა ძირითად მიზანს მეგობრებთან და ნათესავებთან ვიზიტი (47.9%), მეორე სახლის მონახულება (17.8%) და შოპინგი (13.9%) წარმოადგენდა. სხვა დანარჩენ მიზნებზე ვიზიტების 20.4% გადანაწილდა.

ცნობისთვის: საქსტატი ვიზიტორებად თვლის 15 წლის და უფროსი ასაკის პირებს, რომლებმაც კონკრეტულ პერიოდში საკუთარი საცხოვრებელი ადგილიდან სხვა მუნიციპალიტეტში განახორციელეს ისეთი ვიზიტი, რომელსაც გასული 1 წლის განმავლობაში სისტემატური ხასიათი არ ჰქონდა.