Bolt-ის მძღოლები სამუშაო პირობებს აპროტესტებენ და 5 თებერვლას, 14:00 საათზე უნივერსიტეტის ქუჩაზე აქციის მოწყობას აანონსებენ.
აქციისა და მოთხოვნების დეტალების გასარკვევად BM.GE Bolt-ის ერთ-ერთ მძღოლსა და აქციის ორგანიზატორს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ხუთ პუნქტიანი მოთხოვნების განაცხადით კომპანიას ორი კვირის წინ მიმართეს, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ.
„260 მძღოლის ხელმოწერილი განცხადება გავგზავნეთ ელექტრონული ფოსტით. როგორც თავად გვთხოვეს, მხოლოდ სახელი და გვარები მივუთითეთ, მაგრამ შემდეგ ჯერ პირადი ნომრები მოითხოვეს, მერე განცხადების ფორმატის შეცვლა და საერთო ჯამში, განცხადება, ფაქტობრივად, დახიეს და გადააგდეს, ყურადღება არც მოუქცევიათ.
პანდემიის პერიოდში კომპანიის ოფისი დაიკეტა, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ კი ისევ არ გაიხსნა, არც ქოლ-ცენტრი არსებობს, მხოლოდ მიმოწერით გვიწევს ჩვენი პრობლემების შეტყობინება, რაც დროში ძალიან იწელება.
ბევრი პრობლემა იქმნება დღის განმავლობაში, მაგალითად მგზავრი თანხას არ იხდის, შეურაცხყოფას გვაყენებს, მანქანაში ძაღლი შემოყავს, რომელიც მთლიანად სვრის მანქანას, ტარიფი არასწორად იწერება და ა.შ. - ამისთვის გვჭირდება, რომ ვინმეს დავუკავშირდეთ, შევატყობინოთ და მან ეს ყველაფერი მოაგვაროს. მიმოწერის დროს შაბლონური პასუხები მოგვდის, ფაქტობრივად, მთელი დღე არ გვპასუხობენ“, - აცხადებს ტაქსის მძღოლი.
მოთხოვნების ძირითად ნაწილს ტარიფების ცვლილება და მძღოლების საკომისიოს შემცირება წარმოადგენს, აქციის ორგანიზატორი გვიყვება, რომ რამდენიმე თვის წინ საკომისიო საკომისიო 23.6% გახდა, ტარიფი კი რამდენიმე კვირის წინ შემცირდა, შესაბამისად მათმა შემოსავალმაც დაიკლო.
„თავიდან კომპანია რომ შემოვიდა ბაზარზე მძღოლისთვის საკომისიო იყო 10%, დღეს საკომისიო 23.6%-ია, როცა საკომისიო გაზარდეს გვითხრეს, რომ გაიზრდებოდა ტარიფებიც და ამის ხარჯზე ჩვენი შემოსავალი არ შემცირდებოდა, მაგრამ 13 იანვარს ტარიფებიც შეამცირეს და ეს ყველაფერი ჩვენ დაგვაწვა.
ასევე, არ გვაქვს ლოდინის ღილაკი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა რამდენიმე მისამართია მითითებული, ჩვეულებრივი შეკვეთის დროს კი პროგრამა ლოდინს ისე ითვლის, თითქოს საცობში ვდგავართ, ანუ ძალიან მინიმალურად და როცა მგზავრი ნახევარი საათი ან ერთი საათი გვალოდინებს, ეს არ გვინაზღაურდება.
არ გვიკომპენსირდება არც გრძელ გზაზე მგზავრობა - მაგალითად, როდესაც მგზავრი მიმყავს კასპში, მილიონში ერთხელ ხდება, რომ უკანა გზაზეც ავიყვანო მგზავრი, ანუ ერთი გზისთვის ორმაგი ხარჯის გაღება გვიწევს, ეს საკითხიც აუცილებლად უნდა გადაიხედოს.
საერთო ჯამში, მონებივით გვექცევიან, ჩვენს პრობლემებს ყურადღებას არ აქცევენ და უფრო და უფრო გვირთულებენ სამუშაო პირობებს“, - განმარტავს Bolt-ის მძღოლი.
მისივე ცნობით, მოთხოვნების კიდევ ერთხელ უგულებელყოფის შემთხვევაში, მძღოლები საყოველთაო გაფიცვასაც არ გამორიცხავენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო