მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება, მიმდინარეობს მოლაპარაკებები - თამარ გაბუნია

60c857168b6f1
ინგა მურუსიძე
15.06.21 11:31
527
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს უწყებათშორისმა საბჭომ ვაქცინაციის გაფართოებაზე იმსჯელა როგორც თბილისში, ისე - რეგიონებში.

მინისტრის მოადგილის თქმით, ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება იმ დოზების ხარჯზე, რომელსაც ქვეყანა ზაფხულის პერიოდში და შემდეგ ელოდება.

"პირველი და მნიშვნელოვანი პროცესი იქნება ვაქცინაციის ცენტრების შექმნა და ბრიგადების დამატება. საუბარია კლინიკების დამატებასა და საზოგადოებრივ ადგილებში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობის ხარჯზე. ჯამურად, დღეს ქვეყანაში მოქმედებს 200-მდე ბრიგადა და დამატებით საჭიროა, კიდევ ერთი ამდენის მობილიზება. ყველაზე ნაკლები საჭიროება ამ მხრივ არის თბილისში, თუმცა მაღალი მოთხოვნის გამო, დედაქალაქში ადგილები მუდმივად შევსებულია", - განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციითვე, დღეისთვის თბილისში მუშაობს 94 ბრიგადა და საჭიროა, დამატებით 28 ბრიგადის მობილიზება, ხოლო იმერეთში მოქმედებს 18 ბრიგადა და საჭიროა, კიდევ 31-ის მობილიზება.

"ეს გეგმა განხორციელდება დამატებით სამედიცინო დაწესებულებების პროგრამაში ჩართვის ხარჯზე და ასევე, საზოგადოებრივ ადგილებში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობის საფუძველზე. დაწყებული გვაქვს კონსულტაციები მოლებთან.

გარდა ამისა, მოძიებული გვაქვს დიდი ადგილები, სადაც კონკრეტული კლინიკები აიღებენ პასუხისმგებლობას და ვაქცინაციას ჩაატარებენ", - განმარტა მინისტრის მოადგილემ.