მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოპედით გადაადგილებისთვის მძღოლს მართვის მოწმობა დასჭირდება - გომელაური

60925299cbb5e
ინგა მურუსიძე
05.05.21 12:35
7916
შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მოპედების მძღოლებს მართვის მოწმობების აღება კუბატურის მიხედვით მოუწევთ. ასე უპასუხა მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც მოპედების რეგისტრაციის ვალდებულებას შეეხებოდა.

"მთავარი პრობლემა ის არის, რომ მოპედების გადაადგილების კონტროლი არ ხდება სათვალთვალო კამერებით, მათ ვერ ვაჯარიმებთ. აქედან გამომდინარე, თავისუფლად დადიან და სამწუხაროდ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. პირველ რიგში, ახლა მოხდება მოპედების დარეგისტრირება, ხოლო შემდეგ კუბატურის მიხედვით, მართვის მოწმობები ექნებათ ასაღები", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილელები პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით მიიღო.

ინფორმაციისთვის: მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლების სამართავად მოქალაქეებს მართვის მოწმობის აღება დასჭირდებათ. ამის შესახებ “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტშია აღნიშნული, რომელსაც პარლამენტი განიხილავს. კანონპროექტის მიხედვით, შემოდის სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორია – AM, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს. სატრანსპორტო საშუალების არსებულ კატეგორიებს ასევე ემატება – A2 ქვეკატეგორიაც, რომელიც მოიცავს მოტოციკლს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს და სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი არ აღემატება 0,2 კვტ/კგ-ს.

ამასთან, როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი ექცევა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში, რაც მათ საგზაო მოძრაობის ჩვეულებრივ მონაწილეებად აქცევს და მათზე გავრცელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები (გარკვეული თავისებურებების გათვალისწინებით).

ამასთან, მოპედები და მსუბუქი კვადროციკლები, როგორც მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება სააგენტოში რეგისტრაციას, ხოლო ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მართვისთვის საჭირო გახდება AM კატეგორიის მართვის მოწმობა.

ცნობისთვის: კანონპროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.