"გამოსაძიებელი არაფერი არ არის", - ეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
კერძოდ, ჟურნალისტმა ჰკითხა შოვში მომხდართან დაკავშირებით, ოპოზიცია ამბობს, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას და ხედავდა თუ არა მინისტრი ამის საჭიროებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით უკვე დაწყებული აქვს. ესენია: 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და 240 -ე სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.
"ვერ ვეტყვი შექმნან თუ არ შექმნან, რაც უნდათ ის გააკეთონ, აქ გამოსაძიებელი არაფერი არ არის", - განაცხადა გომელაურმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შოვში მომხდართან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ოპოზიციის მოსაზრებით, საგამოძიებო კომისიამ ასევე უნდა შეისწავლოს სტიქიაზე სახელმწიფოს რეაგირების ადეკვატურობა და ეფექტურობა. პასუხისმგებელმა პირებმა საგამოძიებო კომისიას და საზოგადოებას უნდა განუმარტონ.