მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 ვერტმფრენი შევიძინეთ და პირველი, სავარაუდოდ, მარტში ჩამოვა - გომელაური შოვშია

შსს
BM. GE
13.08.23 18:19
81

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური შოვში, სტიქიის ზონაში ჩავიდა. მან ადგილიდან სტიქიის გამო განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა და განმარტა, რატომ დააგვიანეს ვერტმფრენებმა სამ აგვისტოს შოვში.

მისი თქმით, ვერტმფრენები ნაყიდია და სავარაუდოდ მარტში უნდა ჩამოვიდეს.

„ვერტმფრენები ჩამოვიდა დაახლოებით სამ საათში. ვერტმფრენი არ არის არც ველოსიპედი და არც მანქანა, რომ დაჯდე და უცებ გავარდე, ამას მომზადება სჭირდება. ამინდი იყო ძალიან ცუდი, თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ შემოფრენილიყო ხეობაში, მაინც ვერტმფრენი ჩამოვიდა, იმუშავეს, შუაში, სადაც კუნძულზე 70 ადამიანი იყო უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს, მეორე მხარეს, სადაც ფერდობზე იქ ჩვენი პოლიციელებიც ადგილზე იყვნენ, საკვებიც, უსაფრთხო ადგილი იყო, დაღამდა. იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე იყო და აღარ გავრისკეთ, მეორე დღეს დანარჩენი ეს ადამიანები გამოვიყვანეთ.

რაც შეეხება რატომ არ დაფრინავდნენ ღამე? ამაზე ასჯერ მაქვს ახსნილი, ვინც ავიაციაში ერკვევა ყველას ყველას კარგად ესმით, ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები გვაქვს, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი, ასე რომ ვთქვათ, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაც, რომ პილოტებმა გარისკოს არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული, არ შეიძლება, უბრალოდ. შეიძლება დილით გამოვიყვანოთ სამ საათში ადამიანები, გავრისკოთ და ვერტმფრენის დაღუპვას ან პილოტების დაღუპვას.

ვერტმფრენს შეუძლია აფრენა, მთებში არის რისკის ფაქტორი, შეუძლია ღამე აფრინდეს, თუ კარგი ამინდია, ვთქვათ ბათუმის აეროპორტიდან თბილისში ჩაფრინდეს ან ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდეს. რელიეფს გააჩნია, თუ არის მთა-გორიანია, თუ მართლა რაღაც გადაუდებელი არ არის, შეუძლიათ იქაც გარისკონ“, - განაცხადა გომელაურმა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები