მოსახლეობის კრიტიკა წყლის წყვეტასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ლეგიტიმურია, - ასე პასუხობს GWP-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბაბუხადია bm.ge-ს კითხვას წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
„აბსოლუტურად ლეგიტიმური კრიტიკაა გათიშვებთან დაკავშირებით, თუმცა გათიშვები არის ორი სახის: ავარიული და გეგმური. უკანასკნელი 3-4 წლის განმავლობაში რა მოცულობით ქსელის რეაბილიტაციაც განხორციელდა, ასეთი GWP-ის ისტორიას არ ახსოვს. ქსელის რეაბილიტაციის დროს, რა თქმა უნდა, გეგმური გათიშვები აუცილებელია, სწორედ ეს გათიშვები იწვევს ხშირ შემთხვევაში მოსახლეობისგან უკმაყოფილების მიზეზი. როცა ხდება მაგისტრალურ მილსადენზე გადაერთების სამუშაოები, ამ დროს ძალიან ბევრ აბონენტს ეთიშება წყალმომარაგება, მაგრამ ეს გარდაუვალი პროცესია. დამეთანხმებით, რომ ბოლო წლებში ძალიან ბევრი რეაბილიტაცია განხორციელდა და ამას თავისი წყვეტები მოჰყვება. ეს არის ძირითადი მიზეზი“, - განაცხადა ირაკლი ბაბუხადიამ.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა GWP-ის ტარიფის გადახედვა, ბაბუხადიამ უპასუხა, რომ არსებული ტარიფი, რომელიც 2020 წლის ბოლოს დადგინდა, 2023 წლის ჩათვლით იქნება ძალაში.
„სატარიფო გეგმაში გაწერილია ინვესტიციების მოცულობა და ჩვენ მერიასთან ერთად ვასრულებთ გეგმას. ინვესტიციების მოცულობა არათუ იკლებს, არამედ წლიდან წლამდე იმატებს. როცა ტარიფი წყალმომარაგებაზე დგება 3 წლის პერიოდით, გათვალისწინებულია მომდევნო სამი წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტები“, - განაცხადა ირაკლი ბაბუხადიამ.
კითხვაზე, რა პერიოდი იქნება საჭირო, რომ პრობლემები აღმოიფხვრას, ირაკლი ბაბუხადია პასუხობს, რომ წლიდან წლამდე წყვეტების თვალსაზრისით სიტუაცია გაუმჯობესდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი