დახრულ სივრცეში ნიღნის ტარების ვალდებულების არარსებობა და ტურისტების რაოდენობის ზრდა - ამ ორ მთავარ ფაქტორს ასახელებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ივანე, რამაც ბოლო პერიოდში ინფიცირების შემთხვევების მატება განაპირობა.
“საქართველოში, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, იანვარი-მარტის პერიოდში გვქონდა, შესაბამისად, უკვე გასულია 5 თვეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას გადატანილი დაავადება უკვე აღარ იცავს. შედეგიც სახეზეა, ინფიცირების მატების ტემპი 2-3-ჯერ მაღალია, ვიდრე გვქონდა 2-3 კვირის წინ და მოსალოდნელია შემდეგი კვირების განმავლობაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს,” - ამბობს ივანე ჩხაიძე.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შეუზღუდავი რაოდენობის, საუკეთესო ვაქცინა, ფაიზერი გვაქვს, იმუნიზაციის მაჩვენებელი მაინც ძალიან დაბალია.
“დღევანდელი მაჩვენებლები საგანგაშო არაა, თუმცა საგანგაშოა ტენდენცია. თუ შემდეგი კვირის მანძილზე დაინფიცირებულთა რიცხვი მოიმატებს, საჭირო გახდება იმუნიზაციის საბჭოს შეკრება,” - ამბობს ივანე ჩხაიძე.
შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში საქართველოში და მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობის ზრდა ფიქსირდება. მისი თქმით, ცირკულირებს B1 და B5 შტამი, რომელიც ნაკლებად აგრესიულია, თუმცა მაღალი გადამდებობით ხასიათდება. გაყრელიძე მოსახლეობას აცრისკენ და დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს.
აღსანიშნია, რომ (5 ივლისის სტატისტიკა) ბოლო 2 კვირის განმავლობაში საქართველოში კოვიდ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა. ბოლო 7 დღის განმავლობაში ქვეყანაში 2550 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. დადებითობის მაჩვენებელი კი 4%-ს აჭარბებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი