"კრედიტინფო საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოში საბანკო მსესხებლების 9%-ს ვადაგადაცილებული სესხი/სესხები უფიქსირდება.
სტატისტიკაში შედის 30 დღიდან 3 წლამდე ვადით გადაცილებული სესხები. დოკუმენტის მიხედვით, დღეისთვის ბანკებში 1,585,047 აქტიური მსესხებელი ფიქსირდება, რომელთა მთლიანი საკრედიტო პორტფელიც 31.2 მილიარდი ლარია. მათ შორის 30 დღიდან 3 წლამდე ვადის ვადაგადაცილებულია 137,468 მსესხებლის 1.38 მილიარდი ლარის ვალდებულებები.
სტატისტიკის თანახმად, ბანკებში ვადაგადაცილებული მსესხებლების რაოდენობა მთლიანად მსესხებელთა რაოდენობის 9%-ია, ხოლო მათი ვადაგადაცილებული კრედიტების ჯამური ღირებულება გაცემული სესხების 4%-ს შეადგენს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ უმეტესად, ვადაგადაცილების მაღალი მაჩვენებელი მიკრო-სესხების სეგმენტში ფიქსირდება.
"კრედიტინფოს" მონაცემებით, ერთი საშუალო ვადაგადაცილებული სესხის მოცულობა 6,939 ლარს შეადგენს.
კრედიტინფოს სტატისტიკა ბანკების გარდა მისო-ების და სესხის გამცემი სხვა სუბიექტების მონაცემებსაც შეიცავს. დოკუმენტის მიხედვით, ამ ობიექტებში სულ 671,609 აქტიური სესხი ფიქსირდება, რომელთა მოცულობაც 2.48 მილიარდი ლარია. აქედან მსესხებელთა 16%-ს ანუ 104,743 მსესხებელს 30 დღიდან 3 წლამდე ვადის ვადაადაცილება უფიქსირდება. ამ სესხების ჯამური მოცულობა კი 332 მილიონი ლარია, რაც გაცემული პორტფელის 16%-ია. სტატისტიკის თანახმად, ამ სეგმენტში ერთი ვადაგადაცილებული სესხის საშუალო მოცულობა 1,957 ლარია.
რაც შეეხება ახალ ვადაგადაცილებებს, მაისში საბანკო სისტემაში 18,562 ახალ მსესხებელს დაუფიქსირდა ვადაგადაცილება, ხოლო სესხის გამცემ სხვა სუბიექტებში კი დეკემბერში 13,364 ახალი ვადაგადაცილება დაფიქსირდა. ამ კრედიტების ჯამი 147 მილიონი ლარია.
კრედიტინფოს მონაცემთა ბაზაში ხვდება ბანკების, მისოების და სხვა სესხის გამცემი სუბიექტების მიერ გაცემული 3 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხები.
კრედიტინფოსგან განსხვავებულია ეროვნული ბანკის სტატისტიკა, რომელიც საბანკო სექტორში ვადაგადაცილების მაჩვენებელს ითვლის არა სასესხო ხელშეკრულებების რაოდენობის, არამედ კრედიტების მთლიანი ღირებულების მიხედვით, თანაც სებ-ის სტატისტიკა მთლიან სასესხო პორტფელს მოიცავს და არა 3 მლნ ლარამდე კრედიტებს. კიდევ ერთი სხვაობაა ის, რომ ეროვნული ბანკის სტატისტიკით ვაგადაცილებულად აღრიცხულია სესხი, რომელიც 90 დღეზე მეტად არის ვადაგადაცილებული, ხოლო კრედიტინფოს სტატისტიკაში კი ვადაგადაცილებული სესხები 30+ დღეზე ვადაგაცილებითაც ხვდებიან. ამ მეთოდოლოგიური სხვაობების გამო, სებ-ის მონაცემებით, მაისის მდგომარეობით,
ქვეყანაში ვადაგადაცილებული იყო 510 მილიონი ლარის საბანკო კრედიტები, რაც მთლიანად სასესხო პორტფელის 1.3%-ია. ნაცვლად პორტფელის 4%-ისა, რაც კრედიტინფოს სტატისტიკაში არის მოცემული, ხოლო უშუალოდ ვადაგადაცილებული მსესხებლების რაოდენობის შესახებ სებ-ი სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი