საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სებ-ს 2024 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიში წარუდგინეს. დოკუმენტის თანახმად, ბანკებმა ვალუტის კონვერტაციის ოპერაციებიდან ჯამურად 155 მილიონი ლარის შემოსავლები მიიღეს, ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.5 მილიონი ლარით ნაკლებია.
ბანკების მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ვალუტის კონვერსიის ოპერაციებიდან ყველაზე დიდი 73.8 მილიონი ლარის მოგება "საქართველოს ბანკმა" მიიღო, 64 მილიონი ლარის მოგება მიიღო "თიბისი ბანკმა", ხოლო მესამე ადგილზეა "პაშაბანკი" 3.5 მილიონი ლარით, მეოთხე პოზიციას კი 3.1 მილიონი ლარით "პროკრედიტ ბანკი" იკავებს.