მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშენებლობაში წარმოების წახალისება $450 მლნ-ის იმპორტს ჩაანაცვლებს - Galt & Taggart

5ef74ef6d8c30
ვიქტორია მღებრიშვილი
27.06.20 22:00
1769
მშენებლობაში გარკვეული მიმართულებების წახალისებით $450 მლნ იმპორტის ჩანაცვლება იქნება შესაძლებელი - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ გლობალური ცვლილებების პერიოდში საქართველოს ეკონომიკური მოდელის განახლების საჭიროების შესახებ გამოქვეყნებულ პრეზენტაციაშია აღნიშნული.

კვლევაში ნათქვამია რომ მშენებლობა იმპორტ-ტევადია და მშენებლობასთან დაკავშირებული მასალების სავაჭრო დეფიციტი 1.7 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მთლიანი სავაჭრო დეფიციტის 32%-ია.



„მშენებლობა საკმაოდ იმპორტ-ტევადია, და ჩვენი შეფასებით გარკვეული მიმართულებებით ადგილობრივი წარმოების წახალისებით შესაძლებელი იქნება 450 მლნ დოლარის ღირებულების იმპორტის ჩანაცვლება“, - ნათქვამია კვლევაში. 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ სამშენებლო მასალების ადგილობრივი წარმოება ადგილობრივი მოთხოვნის მხოლოდ 25%-ს აკმაყოფილებს. აქვე აღნიშნულია რომ სამშენებლო მასალების ადგილბრივმა წარმოებამ 2019 წელს 596 მლნ დოლარი შეადგინა:

• არმატურა - 149 მლნ დოლარი;
• სასაქონლო ბეტონი - 145 მლნ დოლარი;
• ცემენტი - 130 მლნ დოლარი;
• ასფალბეტონი - 48 მლნ დოლარი;
• პლასტმ. კარები, ფანჯრები და სხვ - 28 მლნ დოლარი;
• ლითონის სახურავები (კრამიტი) – 26 მლნ დოლარი;
• საკედლე ბლოკები - 23 მლნ დოლარი;
• პლასტმ. მილები და პროფ. – 23 მლნ დოლარი;
• წებო-ცემენტი - 9 მლნ დოლარი;
• ბუნებრივი ქვის მოსაპ. ფილები - 7 მლნ დოლარი;
• მეტლახი, ბეტონის ფილები და სხვა - 5 მლნ დოლარი;
• აგური - 2 მლნ დოლარი;
• გაჯი - 1 მლნ დოლარი.

Galt & Taggart-ში აცხადებენ რომ კერძო და საჯარო სექტორის მიერ დაგეგმილი ინვესტიციები 2020-25 წლებში $20-25 მლრდ-ს შეადგენს, შესაბამისად სამშენებლო მასალების ადგილობრივი წარმოების სტიმულირება მიზანშეწონილია და ადგილობრივი წარმოების განვითარება ხელს შეუწყობს საექსპორტო ბაზრების ათვისებასაც.

"პირველადი შეფასებით მიზანშეწონილია შემდეგი პროდუქტების წარმოების წახალისება: კაბელები, არმატურა, პლასტმასი, საღებავები, ავეჯი, წყლის გამაცხელებლები, ლითონის მასალები, ხის მასალა, კერამიკის ნაწარმი, ცემენტის კლინკერი", - აღნიშნულია კვლევაში.