მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომპანიას აქვს საავტორო უფლება და იმ ტექნოლოგიაზე, რომლითაც ჩვენი პროდუქტი მზადდება" - "მარგი"

პური მარგი

პროფესიით ექიმმა, გასტროენტეროლოგმა წლების წინ პურის წარმოება დაიწყო. იდეა, რომლის გარშემოც ბიზნესმოდელი შეიქმნა, ჯანსაღი პურის დამზადებას გულისხმობს.

პურის წარმოების საჭიროება მაშინ გაჩნდა, როდესაც გამოცდილებამ აჩვენა, რომ პური, ერთ-ერთი სასარგებლო პროდუქტი, შესაბამისი ტექნოლოგიით უნდა გამოცხვეს, ის უნდა შეიცავდეს მცენარეულ ბოჭკოებს, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესია, - ამის შესახებ bm.ge-სთან საუბარში „მარგის“ დამფუძნებელმა, პროფესიით ექიმმა, გასტროენტეროლოგმა გელა სულაბერიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, მედიცინის და ბიზნესის ინტერესები დაემთხვა. დღეს კი მთავარ მიღწევებს შორის „მარგის“ ტექნოლოგიაა, რომელიც დაპატენტებულია შვიდ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში ჩვენი ტექნოლოგია გამოქვეყნდა, ეს ნიშნავს, რომ კომპანიას აქვს საავტორო უფლება და იმ ტექნოლოგიაზე, რომლითაც პური ცხვება, მთელს მსოფლიოში საავტორო უფლება გვაქვს.

პური „მარგის“ მაგალითით, შეიძლება ითქვას, რომ მედიცინისა და ბიზნესის ინტერესები დაემთხვა. ვაპირებთ, ჩვენი დამზადების ტექნოლოგიის ექსპორტს, ამის საფუძველს კი ის შვიდი ქვეყანა გვაძლევს, სადაც „მარგის“ ტექნოლოგიაა დაპატენტებული.

ჩვენი კომპანია იზრდება და იზრდება მისი ბრუნვაც. პური „მარგი“ თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ქსელში იყიდება. პროდუქცია წარმოდგენილია რუსთავში მდებარე მაღაზიებშიც. რაც შეეხება წარმადობას, დღეში დაახლოებით 4 ათასს პურს ვამზადებთ“ - აღნიშნავს გელა სულაბერიძე.

„მარგის“ დამფუძნებელი იმასაც ამბობს, რომ პროდუქციის მთავარი უპირატესობა მისი გემოვნური თვისებებია. ამასთან, „მარგი“ ჯანსაღი პროდუქტია, რომელიც მცენარეული ბოჭკოებით არის მდიდარი.

„ჩვენი პური არის ჯანსაღი, ბუნებრივი, მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი. მსოფლიოში მცენარეული ბოჭკოების ნაკლებობაა, თითოეული ჩვენგანი იმ რაოდენობის მესამედს იღებს, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანმა უნდა მიიღოს. „,მარგის“ გამოარჩევს ის, რომ ის არის ჯანსაღი საკვები, მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი, რომლითაც ადამიანს დეფიციტის შევსება შეუძლია“ - ამბობს ის.

ცნობისთვის: კომპანია „მარგი“ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები