მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build-ი 28 აპრილს იხსნება

6448b20b5684a
BM.GE
26.04.23 10:33
743

„უძრავი ქონების ექსპოს“ კვირეულის ფარგლებში „ექსპო ჯორჯიაში“ მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build გაიმართება. ღონისძიება წელს უკვე 26-ედ ტარდება და მასში მონაწილეობას 110 კომპანია მიიღებს.

გამოფენა მე-11, მე-6 პავილიონში და გარე სივრცეში მოეწყობა სადაც წარმოდგენილი იქნება სამშენებლო და სარემონტო მასალების დიდი არჩევანი როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო კომპანიების მხრიდან.

მათ შორის იქნება :სამშენებლო ტექნიკა და დანადგარები, სარემონტო და სამშენებლო მასალები, ელექტრო და მექანიკური სისტემები, აუზები ლანდშაფტი და გარე სამუშაოები.

სამი დღის განმავლობაში გაიმართება პარალელური ღონისძიებები და სადისკუსიო პანელები.

როგორც „ექსპო ჯორჯიაში“ აცხადებენ, ღონისძიების ფარგლებში საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრაა ჩანიშნული.

29 აპრილს (15:00, მე 11 პავილიონი) საქართველოში პოტენციური პარტნიორობის პოვნის მიზნით 10-მდე კომპანია ჩამოდის პოლონეთიდან, ამ შეხვედრისას თქვენ გაიცნობთ უმსხვილეს სამშენებლო მასალების მწარმოებელ პოლონურ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან, ბიზნეს პარტნიორების,წარმომადგენლების პოვნით საქართველოში.

მოისმინეთ მათი პროდუქტის და თანამშრომლობის შეთავაზებაზე მეტი დეტალი.

პარალელურად მე-11 პავილიონის საკონფერენციო სივრცეში თიბისი კაპიტალი სამშენებლო მასალებზე ქვეყანაში არსებულ მოთხოვნასა და მიწოდებაზე კვლევის შედეგებს წარადგენს, რომელიც სამშენებლო მასალების მაწარმოებელ კომპანიებს დაანახებს სად არის კომპანიის გაფართოების თუ ახალი წარმოების წამოწყების პოტენციალი.

საჯარო და კერძო სექტორი ასევე გაგვაცნობს დაფინანსების შესაძლებლობებს ამ სექტორისთვის.

გამოფენის სამუშო საათები 11-19:00, წერეთელის 118.


(რ)