მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WinExpo Georgia 2023-ის უმაღლესი რანგის ჯილდო-ტროფი „საოჯახო მეღვინეობა მილდიანმა“ და „მეღვინეობა ჩელთიმ“ მოიპოვა

647ed51b16f00
თათია ჩაფიჩაძე
06.06.23 10:59
1730
WinExpo Georgia 2023-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. ღვინის საერთაშორისო რიგით 13-ე კონკურსის გამარჯვებულები ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. კონკურსში 7 ქვეყნიდან ჟიურის 11 წევრი იღებდა მონაწილეობას და ის ბრმა გასინჯვის პრინციპით ჩატარდა.

ორი დღის განმავლობაში 80-მდე კომპანიის 250-ზე მეტი სახეობის ღვინო გაისინჯა.

გამარჯვებულები შემდეგი კატეგორიების ღვინოებში გამოვლინდნენ - თეთრი, ნახევრად ტკბილი, თეთრი ქვევრის, თეთრი მშრალი, წითელი მშრალი, წითელი ქვევრის, წითელი ნახევრად ტკბილი, როზე.

WinExpo 2023-ის ფარგლებში, ღვინის საერთაშორისო კონკურსში ოქროს მედლები შემდეგი კომპანიების ღვინოებმა მოიპოვეს: ხმელოს მარანი, ლომისკარელი, საოჯახო მეღვინეობა მილდიანი, გიდა ვაინი, მარანი, მეღვინეობა ჩელთი.

უმაღლესი რანგის ჯილდო-ტროფი Mildiani Family Winery / საოჯახო მეღვინეობა მილდიანმა და Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთიმ მოიპოვა.

გაიცა 80 ბრინჯაოს, 67 ვერცხლის, 9 ოქროსა და 3 ტროფის მედალი (უმაღლესი ჯილდო).

გამარჯვებულებისთვის სპეციალური პრიზი დააწესა ღონისძიების სპონსორმა კომპანია „ალდაგმა.“

კომპანიის გადაწყვეტილებით, უმაღლესი ტროფის ჯილდოს მფლობელი კომპანიებისგან, საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კორპორატიული კლიენტებისთვის 5000-5000 ლარის რაოდენობის ღვინოს შეიძენენ.

რაც შეეხება ჟიურის წევრებს, კონკურსის თავმჯდომარე: ღვინის მაგისტრი ბრიტანეთიდან ტიმ ატკინი, მრავალი ჯილდოს მფლობელი ღვინის მწერალი (Wine Writer ) ჰარპერსის, დეკანტერის და მრავალი სხვა გამოცემის ავტორი გახლდათ.

ჟიურის წევრები იყვნენ ასევე: ტეილორ პერსონსი - სომელიე, მარკეტერი, რესტორატორი.
აურორ ჟოდი - ენოლოგი, საფრანგეთის მეღვინეთა ასოციაციის წევრი.
ფელისიტი კარტერი - ჟურნალისტი და რედაქტორი, მრჩეველი ღვინის ექსპორტის საკითხებში.
ჩან ჯუნ პარკი - ღვინის ჟურნალისტი, სამხრეთ კორეის სომელიეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.
მეტ ვილკინი - ღვინის მაგისტრი, სომელიე, მეღვინე, რესტორატორი.
ანასტასია რონკოლეტა - სომელიე, ღვინის ექსპერტი, მარკეტერი.

ჟიურის შემადგენლობას ქართველი ღვინის ექსპერტებიც უერთდებიან:

მიხეილ მესხი - ღვინის ექსპერტი, ენოლოგი-კონსულტანტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.
ანა გოდაბრელიძე - ინჟინერ-ტექნოლოგი, ღვინის ექსპერტი. თბილისის აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის აკადემიის ხელმძღვანელი, სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე.
ლევან მეხუზლა - ენოლოგი, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.
გიორგი დაქიშვილი - უფროსი ენოლოგი.

WinExpo Georgia 2023 2-4 ივნისს ექსპო ჯორჯიას 11 პავილიონსა და გარე სივრცეში გაიმართა. გამოფენაში მონაწილეობას 200 კომპანია იღებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები