მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკი საქართველოს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს

63039a28f25ee
BM.GE
22.08.22 20:45
1332
მსოფლიო ბანკმა (World Bank) საქართველოს სოფლის მეურნეობის, მიწისა და წყლის მართვის პოლიტიკასთან დაკავშირებით შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა.

თითქმის 100-გვერდიანი ანგარიში ქვეყნის სოფლის მეურნეობის ძირითად სექტორებს მოიცავს და მასში მსოფლიო ბანკის მთავარ მიგნებებსა და რეკომენდაციებზეა საუბარი.

„აშკარაა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას მწვანე, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის პოტენციალი გააჩნია და წლების განმავლობაში, მიზანმიმართული პოლიტიკის ფარგლებში, ამ სექტორში განხორციელებულმა ღონისძიებებმა და ინვესტიციებმა თავისი ნაყოფი გამოიღო.

საქართველოს აგრობიზნესში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და მისი მდიდარი ისტორია საფუძველს იძლევა ოპტიმიზმით შევხედოთ მომავალში ამ დარგის მდგრადი ზრდის პოტენციალს.

თუმცა, ამ წარმატებებისა და პოტენციური შესაძლებლობების მიუხედავად, გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს. საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი და სოფლის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, კვლავაც, დაბალ პროდუქტიულ სასოფლო-სამეურნეო სფეროებში მუშაობს, რაც განსაკუთრებით სოფლად, ხელს უწყობს სიღარიბისა და უთანასწორობის მაღალ დონეს. ფერმები ძირითადად დაბალი პროდუქტიულობით ხასიათდება და ისინი მოწყვეტილნი არიან ბაზრებს. საექსპორტო აგრო-სასურსათო პროდუქტები და ექსპორტის მიმართულებები კვლავ ძალიან კონცენტრირებულია.

მსოფლიო ბანკის მიერ, საქართველოში, ბოლო დროს ჩატარებული ანალიტიკური კვლევა გვიჩვენებს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორის, განსაკუთრებით მცირე მეურნეობების, მხარდაჭერის მიზნობრიობისა და ეფექტურობის გაუმჯობესება შესაძლებელია, ამ დარგის ორ ძირითად რესურსთან, წყალსა და მიწასთან დაკავშირებული ღრმად დამკვიდრებული პრობლემების გადაჭრის გზით, რაც საჭიროებს სოფლის მეურნეობის, წყლისა და მიწის სექტორებისთვის ერთობლივი და ინტეგრირებული პოლიტიკის გატარებას.

წყლისა და მიწის რესურსების მდგრად გამოყენებასა და მართვაში ერთობლივი და კოორდინირებული ინვესტიციების საშუალებით, საქართველო შეძლებს, შექმნას წარმატებული სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვები და გააფართოოს ახალი შესაძლებლობები მწვანე და კლიმატმედეგი პრაქტიკის დანერგვის გზით, რაც ფერმერებს საშუალებას მისცემს, უკეთ მართონ რისკები და მოახდინონ სურსათის მიწოდების ადაპტირება ცვალებად კლიმატისა და ბაზრის მოთხოვნებთან.

საქართველოსთვის ეს არის ხელსაყრელი დრო, ისე გარდაქმნას თავისი სოფლის მეურნეობის სექტორი, რომ მან ხელი შეუწყოს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებასა და ზრდას. საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორის, ევროკავშირის, ხელსაყრელი საგარეო მიდგომების ფონზე, წარმოიქმნება მდგრადი აგრო-სასურსათო ღირებულებათა ჯაჭვების მიმართ განახლებული ინტერესი“, - წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.