მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება. ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ კვირას გააჟღერა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ბიუჯეტიდან ღონისძიებების დასაფინანსებლად ₾70 მლნ გამოიყოფა.
დღეს პარლამენტში კულტურის კომიტეტის სხდომაზე 2022 წლის საბიუჯეტო ცვლილებების განხილვისას, დეპუტატები დაინტერესდნენ, რატომ გახდა საჭირო 70 მლნ-ის წლევანდელი ბიუჯეტიდან გამოყოფა ორი წლის ღონისძიებებისთვის და იქნება თუ არა ეს თანხა საკმარისი. ამასთან, დეპუტატებმა იკითხეს, კონცერტებზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხებით აღნიშნული 70 მილიონი ქვეყნის ბიუჯეტს დაუბრუნდება თუ არა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ აღნიშნული კითხვების საპასუხოდ, განმარტა, რომ ღონისძიებების გამართვის შედეგად ივარაუდება, რომ კონცერტებიდან შემოსავალი დაახლოებით 25 მლნ ლარი იქნება, შესაბამისად, ბიუჯეტიდან დამატებითი ანაზღაურება აღარ გახდება საჭირო.
„ზოგადად, როცა ასეთი ღონისძიებები იგეგმება, როგორც ვარსკვლავები, ისე ჯგუფები ერთი წლით ადრე ითხოვენ ჰონორარებს, თანხის წინასწარ გამოყოფაც ამიტომ გახდა საჭირო. ღონისძიებები იგეგმება როგორც ზღვისპირეთში, ასევე თბილისში, აპარატურის ნაწილი იქნება ჩვენი საყიდი, ნაწილს თავად ჩამოიტანენ, საჭირო იქნება განათებები, სტადიონისთვის არის შესაქმნელი დამატებითი ინფრასტრუქტურა. ყველაფერი ეს საჭიროებს, რომ წელს მოხდეს თანხების გადახდა.
70 მილიონის გარდა, ამ ღონისძიებებზე მომდევნო ორ წელიწადში საჭირო იქნება დამატებით 25 მილიონის გადახდა, თუმცა ამის დამატება ბიუჯეტიდან არ მოხდება. ბილეთებიდან შემოსული ფული უზრუნველყოფს ამის მობილიზებას. გარდა ამისა, ვფიქრობთ, ორი წლის შემდეგ, როცა ეს პროგრამა დასრულდება, დაახლოებით 15 მლნ იქნება თავისუფალი და შესაძლებლობა მოგვეცემა დავგეგმოთ მომდევნო წლების ღონისძიებები, ან დავაბრუნოთ ბიუჯეტში. თუმცა ალბათ სწორი იქნება 2023 წელსვე დაგეგმოთ 2025-ის ღონისძიება“, - განაცხადა კაკაურიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება