მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი Forbes-ის მიხედვით

5f6332be69f06
ნათია თაქთაქიშვილი
18.09.20 00:20
1758
ამერიკულმა Forbe-მა, 2020 წლის მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი დაასახელა. გამოცემის ცნობით, ათეულში ლიონელ მესი ლიდერობს, რომელმაც ჯამურად $126 მლნ-ი გამოიმუშავა, მას მოჰყვება კრიშიტანუ რონალდუ, რონალდუმ მიმდინარე წელს $117 მლნ-ი გამოიმუშავა.

Forbes-ის მიხედვით, მესამე ადგილზე 21 წლის ნეიმარია $96 მლნ-ის შემოსავლით, ხოლო მეოთხეზე კილიან მბაპე - $42 მლნ-ით.

გამოცემა წერს, რომ მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მომავალი სეზონის განმავლობაში სავარუდოდ $570 მლნ-ის გამომუშავებას შეძლებს ჯამურად, თუ მათ ხელს კორონავირუსის პანდემია არ შეუშლით. აღსანიშნავია, რომ გასული სეზონის განმავლობაში, პანდემიის გამო ფეხბურთში ხელფასები 30-დან 70%-მდე იყო შემცირებული.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ხელფასები გადასახადების გარეშეა დათვლილი.

TOP-10 მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი:

1. ლიონელ მესი - $126 მილიონი
2. კრიშტიანუ რონალდუ - $117 მილიონი
3. ნეიმარი - $96 მილიონი 
4. კილიან მბაპე - $42 მილიონი 
5. მოჰამედ სალაჰი - $37 მილიონი 
6. პოლ პოგმა - $34 მილიონი 
7. ანტუან გრიზმანი - $33 მილიონი  
8. გარეთ ბეილი - $29 მილიონი 
9. რობერტ ლევანდოვსკი - $28 მილიონი
10. დავიდ დე გეა - $27 მილიონი.