მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს 99 ქვეყანაში ბენზინი არის უფრო ძვირი, ვიდრე საქართველოში - ირაკლი ღარიბაშვილი

624161303a321
BM.GE
28.03.22 11:07
1630
ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ნავთობის ფასების მატებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საერთაშორისო ინდექსი აჩვენებს, რომ მსოფლიოს თითქმის 100 ქვეყანაში ბენზინი უფრო ძვირია, ვიდრე საქართველოში.

"საწვავის ფასების მიხედვით, 21 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის ერთი ლიტრი ბენზინის სიიაფით 71-ე იყო საქართველო. 99 ქვეყანაში არის უფრო ძვირი საწვავი, ბენზინი, ვიდრე საქართველოში,"- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

პრემიერმა ამ შემთხვევაში ანალიტიკური ორგანიზაცია globalpetrolprices-ის მონაცემებზე ისაუბრა, რომელიც მსოფლიოს 170 ქვეყნისთვის აწარმოებს ფასების სტატისტიკას. მისი მიხედვით, ერთი ლიტრი პრემიუმის მარკის ბენზინი საქართველოში 3.85 ლარი ღირს, რითიც ქვეყანა ბენზინის სიიაფით მსოფლიოში 71-ე ადგილზეა. 

პარალელურად, საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება. ქსელებში რეგულარის მარკის ბენზინი უკვე 3.71-3.77 ლარი ღირს, პრემიუმის ფასი 3.85 ლარს, სუპერის კი 3.99 ლარს აჭარბებს. ფასების ზრდა სრულად გამოწვეულია გლობალურ ბაზარზე არსებული მდგომარეობით, რადგანაც ერთი ბარელი ნავთობის ფასი უკვე $113 დოლარს აღწევს, ერთი ტონა გადამუშავებული ბენზინის (Platts-ის) ფასი კი რამდენიმე კვირაა 1,000 დოლარს აღემატება. ამას ემატება ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაც, რაც იმპორტის ღირებულებას კიდევ უფრო მეტად აძვირებს.